შეავსე ფორმა
Logo

განაცხადების მიღება: გენდერული თანასწორობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება კრიზისის დროს

მეტის ნახვა

რეფორმეტრმა ტურიზმის რეფორმაზე საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლა

მეტის ნახვა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მოქმედ კვლევით ორგანიზაციებს შეხვდა

ვიზიტის მიზანი იყო ცოდნის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა, კავშირების დამყარება და პოლიტიკის კვლევისა და განვითარების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციებისგან სწავლა.

მეტის ნახვა

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაციას უმასპინძლა

ანგარიში იკვლევს შოკებისა და კრიზისების გავლენას ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე და გვთავაზობს რეკომენდაციებს აღნიშნული ზემოქმედების შესარბილებლად აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში.

მეტის ნახვა

ISET-ის ახალი სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში

ISET იწყებს ახალ სამაგისტრო პროგრამას ფინანსებში, რომელმაც 2022 წელს მიიღო ოფიციალური აკრედიტაცია.

მეტის ნახვა

მედიატორი - ეკონომიკური რეფორმების ბიბლიოთეკა მედიისთვის

MediaTOR-ი ინოვაციური პლატფორმაა, რომელსაც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და ინტერნიუს საქართველო ახორციელებენ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. მისი მიზანია ფაქტებზე დაფუძნებული ეკონომიკური ჟურნალისტიკის განვითარება და ეკონომიკური რეფორმების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა.

მეტის ნახვა

ვინ ვართ ჩვენ

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უმთავრესი ღირებულება დამოუკიდებელი კვლევების, ანალიტიკური სამუშაოებისა და ტრენინგების ჩატარებაა. ორგანიზაცია ერთ სივრცეში უყრის თავს აკადემიური და კვლევითი წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებსა თუ, ზოგადად, ფართო საზოგადოებას. ჩვენი ძირითადი კვლევითი მიმართულებებია: სოფლის მეურნეობის, მაკროეკონომიკური, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის, კერძო სექტორის განვითარებისა და ინკლუზიური ზრდის პოლიტიკა. ამ მიმართულებით ვაქვეყნებთ არაერთ რეგულარულ ინდექსსა და ანალიტიკურ პუბლიკაციას, ვმუშაობთ დონორებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ გარე პროექტებზე.

ინდექსები
აგრო მიმოხილვა
აჯამებს სოფლის მეურნეობის სექტორში განვითარებულ მოვლენებს და აანალიზებს მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს.
ბიზნესის განწყობის ინდექსი
აფასებს ბიზნესების განწყობასა და მოლოდინებს ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე.
მომხმარებელთა განწყობის ინდექსი
აფასებს, როგორ ხვდებიან მომხმარებლები ზოგად ეკონომიკურ ვითარებასა და საკუთარ ფინანსურ მდგომარეობას.
ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
აანალიზებს ელექტროენერგიის სექტორში არსებულ ძირითად ტენდენციებსა და მნიშვნელოვან მოვლენებს.
ენერგობაზრის მიმოხილვა
აანალიზებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ ძირითად ტენდენციებსა და მნიშვნელოვან მოვლენებს.
მშპ-ის პროგნოზი
ადგენს საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე და მომდევნო კვარტლის რეალური მშპ-ის პროგნოზს.
გენდერული თანასწორობის ინდექსი
აფასებს გენდერული თანასწორობისადმი პროგრესს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში).
ხაჭაპურის ინდექსი
ხაჭაპურის ინგრედიენტების საშუალებით ითვლის ქვეყანაში ინფლაციის დონეს.
მაკროეკონომიკური მიმოხილვა
მიმოიხილავს და აანალიზებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებს.
უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორია
შეისწავლის საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს და ადგენს გაყიდვების, მიწოდების და ფასების დინამიკას.

პუბლიკაციები

ყველას ნახვა
Date 10 აპრილი 2023
იქონიებს თუ არა სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვრის დაწესება გავლენას ქალთა შორის სიღარიბის მაჩვენებელზე? – სიმულაციური შემთხვევის ანალიზი საქართველოს მაგალითზე
ეკონომიკურ ლიტერატურაში სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვრის, როგორც სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის ხელშემწყობი ინსტრუმენტის, გავლენა შრომით ბაზარზე მწვავე დებატების საგანია. წინამდებარე მიმოხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოში სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვრის მიღების ჰიპოთეტური გავლენა სიღარიბის მაჩვენებელზე, განსაკუთრებით, ქალებში.
მეტის ნახვა
Date 03 აპრილი 2023
მწვანე ზრდის სტრატეგია: როგორ ვითარდება საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის სექტორი და რა არის კიდევ საჭირო?
განახლებადი ენერგიის პოპულარობის ზრდა მსოფლიოს მასშტაბით შესამჩნევია, რასაც მსოფლიოში მთლიანი ენერგიის მიწოდებაში განახლებადი ენერგიის წილის ზრდაც მოწმობს. კერძოდ, 2010-დან 2021-მდე ეს წილი 3.2%-დან 5.2%-მდე, ხოლო თანამედროვე ბიოენერგიის წილი 5.7%-დან 6.7%-მდე გაიზარდა.
მეტის ნახვა

პროექტები

ყველას ნახვა
საქართველოში რუსულ კაპიტალთან დაკავშირებული რისკების კვლევა
კვლევა შეისწავლის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების იმ გამოწვევებს, რომლებიც ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის ზრდას ახლავს თან. კველვა მიზნად ისახავს აღნიშნულ რისკებსა და საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლებას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებსა (მთავრობა, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები) და ქართველ საზოგადოებაში.
13.02.2023
მეტის ნახვა
საქართველოში ვაჟებისადმი უპირატესობით განპირობებული მემკვიდრეობის პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზი
UNFPA და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ერთობლივი პროექტის ფარგლებში მუშაობენ საქართველოში ვაჟებისადმი უპირატესობით განპირობებული მემკვიდრეობის პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზის ჩატარებაზე. პროექტის გუნდი შეიმუშავებს კვლევის მეთოდოლოგიას და ჩაატარებს საკითხის წინასწარ სამაგიდო კვლევას. პროგრამის მიზანია საქართველოს მემკვიდრეობის კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ფესვგადგმული გენდერული მიკერძოების სიღრმეების გააზრება და მისი პრაქტიკული ზეგავლენა ქალთა ცხოვრებაზე, მათ სტატუსსა და სოციო-ეკონომიკურ შედეგებზე.
12.12.2022
მეტის ნახვა

აქტივობები

ყველას ნახვა

ISET ეკონომისტი

ყველას ნახვა
მეტის ნახვა
წყლის რესურსების მართვის რეფორმა – არსებული რეალობა და მოლოდინები
საქართველოში შემუშავდა ახალი კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომელიც უმნიშვნელოვანეს და კომპლექსურ საკანონმდებლო ცვლილებებს მოიცავს. კანონპროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში წყლის რესურსების მართვის ახალი, ერთიანი, საერთაშორისო მიდგომებზე დაფუძნებული სისტემა შეიქმნება, რითაც დაკმაყოფილდება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ჩამოყალიბდება სააუზო მართვის სისტემა და მოხდება წყლის მოხმარების ეკონომიკური ინსტრუმენტების შემოღება, რაც წყლის რესურსების მონიტორინგის ქსელის გაფართოებას და წყლის დაბინძურების პრევენციის ზომების წარდგენასაც მოიაზრებს.
მეტის ნახვა
პრობლემური ბიზნესი: ნავიგაცია გადახდისუუნარობის ლაბირინთში
საბაზრო ეკონომიკის პირობებში, რაც კომპანიებს შორის მუდმივ კონკურენციას და შეზღუდულ რესურსებზე წვდომის მოპოვებას გულისხმობს, ყოველთვის იქნება „მოგებული“ და „წაგებული“. ეს უკანასკნელი კი ისეთი კომპანიაა, რომელიც ვერ ახერხებს ნაკისრი ვალდებულებების დროულად დაფარვას და ამის გამო ხდება გადახდისუუნარო.
მეტის ნახვა
ევროპული მომავალი და შენი მოსალოდნელი კეთილდღეობა
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა
შეავსე ფორმა