შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მაკროეკონომიკური მიმოხილვა
საქართველოს ეკონომიკის მაკროეკონომიკური მიმოხილვა კვარტალური გამოცემაა. პუბლიკაცია საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ყოვლისმომცველ მიმოხილვას და ანალიზს გვთავაზობს, რომელიც საქსტატის, ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს და სხვა ოფიციალური წყაროების ყოველთვიურ სტატისტიკას ეფუძნება.
მეტის ნახვა... დახურვა
ფილტრაცია:
-დან
- მდე
III კვარტალი 2023 | მაკრო მიმოხილვა: ზრდისკენ სწრაფვა გლობალური გაურკვევლობისა და რეგიონალური დინამიკის პირობებში
29 დეკემბერი 2023

კოვიდ-19-ის პანდემიისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად არსებული მძიმე სიტუაცია ნელი, არათანაბარი ტემპით უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში შეინიშნებოდა ეკონომიკური სტაბილურობა, რაც ეკონომიკის აღდგენით და ინფლაციის შესამცირებლად გაღებული ძალისხმევით გამოიხატა, სიხარული ჯერ მაინც ნაადრევია – ეკონომიკური აქტივობა ჯერ კიდევ არ დაბრუნებია პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს, განსაკუთრებით, განვითარებადი ბაზრისა და ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, განსხვავება რეგიონებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შორის კი იზრდება.

II კვარტალი 2023 | მაკრო მიმოხილვა: მშპ-ის ზრდის ნელი ტემპის, ინფლაციის მაჩვენებლების სტაბილიზაციის და სავალუტო ნაკადების დინამიკის ანალიზი
23 ოქტომბერი 2023

2023 და 2024 წლებში მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 3,0%-მდე შემცირება 2022 წელს არსებული 3,5%-დან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) 2023 წლის აპრილის პროგნოზებთან შედარებით, 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლის 0,2 პროცენტული პუნქტით ზრდა, 2024 წლის პროგნოზი კი უცვლელია.

I კვარტალი 2023 | მაკრო მიმოხილვა: საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, მაგრამ მსოფლიოში არსებული კრიზისის გამო 2023 წლის დასაწყისში შიში და სიფრთხილე შეინიშნება
03 ივლისი 2023

გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია. ეს განპირობებულია პანდემიით გამოწვეული ნეგატიური მოვლენებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში გლობალური ეკონომიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი იყო, ვითარების გაუარესება არის მოსალოდნელი.

IV კვარტალი 2022 | მაკრო მიმოხილვა: მაკროეკონომიკური მიმოხილვა – 2022 წელი
10 აპრილი 2023

2022 წელს საქართველოში ეკონომიკური აღდგენის ტენდენცია შენარჩუნდა, რამაც ეკონომიკურ ზრდაზე ექსპერტთა მოლოდინებს გადააჭარბა. საქსტატის წინასწარი შეფასების თანხმად, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) განაგრძობს ორნიშნა ნიშნით ზრდას და 2022 წელს ზრდის წლიური მაჩვენებელი 10.1%-ს შეადგენს, რაც თითქმის საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ოქტომბრის შეფასებაში პროგნოზირებული 10%-ის ტოლია.

III კვარტალი 2022 | მაკრო მიმოხილვა: 2022 წელს თავს დატეხილი გლობალური გამოწვევები იდეალური გამოცდა აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობისთვის
26 დეკემბერი 2022

2022 წლის მე-3 კვარტალმა არაერთი გლობალური ცვლილებით დაგვამახსოვრა თავი. მიმდინარე გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და ეკოლოგიური არეულობის გამო, ინფლაციამ ათწლეულების განმავლობაში არსებულ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, მსოფლიო ეკონომიკა კი კვლავ არასტაბილურია.

შეავსე ფორმა