ინდექსები
საქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ნომინალური მშპ 18,913.2 მილიონ ლარს შეადგენდა, რეალური მშპ-ის ზრდის წლიური მაჩვენებელი 8.4%, ხოლო მშპ-ის დეფლატორის ცვლილება 3.1% იყო.
2022 წლის მსგავსად, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა 2023 წელსაც აღდგენის პროცესში იყო. საქსტატის წინასწარი შეფასების თანახმად, რეალური მშპ-ის მაჩვენებელი კვლავ შედარებით სწრაფი ტემპით იზრდება და მან 2023 წელს 7,5% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2023 წლის ოქტომბერში პროგნოზირებულ 6%-ს.
კოვიდ-19-ის პანდემიისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად არსებული მძიმე სიტუაცია ნელი, არათანაბარი ტემპით უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში შეინიშნებოდა ეკონომიკური სტაბილურობა, რაც ეკონომიკის აღდგენით და ინფლაციის შესამცირებლად გაღებული ძალისხმევით გამოიხატა, სიხარული ჯერ მაინც ნაადრევია – ეკონომიკური აქტივობა ჯერ კიდევ არ დაბრუნებია პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს, განსაკუთრებით, განვითარებადი ბაზრისა და ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, განსხვავება რეგიონებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შორის კი იზრდება.
2023 და 2024 წლებში მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 3,0%-მდე შემცირება 2022 წელს არსებული 3,5%-დან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) 2023 წლის აპრილის პროგნოზებთან შედარებით, 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის მაჩვენებლის 0,2 პროცენტული პუნქტით ზრდა, 2024 წლის პროგნოზი კი უცვლელია.
გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია. ეს განპირობებულია პანდემიით გამოწვეული ნეგატიური მოვლენებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით. მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში გლობალური ეკონომიკური მაჩვენებლები დამაკმაყოფილებელი იყო, ვითარების გაუარესება არის მოსალოდნელი.