პროექტი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და დემოკრატიულ პროცესში ჩართულობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირში ინტეგრაციის უპირატესობების ძლიერ და ინკლუზიურ გაგებას საქართველოში ყველა ასაკისა და ეთნიკური ჯგუფისთვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებამ, რომელიც „ოფშორების კანონის“ სახელითაა ცნობილი, სერიოზული შეშფოთება გამოიწვია საქართველოს ფინანსური სისტემის სანდოობასთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკის დოკუმენტში მიმოვიხილავთ, რა შედეგებს მოიტანს ეს ცვლილებები მომავალში საქართველოში მომხდარი ბოლოდროინდელი პოლიტიკური და საკანონმდებლო ცვლილებების კონტექსტში, რომლებმაც ფულის გათეთრებისა და სანქციებისათვის თავის არიდების შესაძლებლობის შესახებ საფუძვლიანი შეშფოთება გამოიწვია.
საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ არაერთი შეთანხმების, მათ შორის პარიზის შეთანხმებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმომწერია. 2021 წელს საქართველომ გამოაქვეყნა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC), რომლის თანახმადაც ქვეყანაში სათბური გაზების ემისია 35%-ით უნდა შემცირდეს 1990-იანი წლების დონესთან შედარებით.
პროექტის „ინკლუზიური წვდომა ბაზრებზე“ (IA2M) მიზანია ქართული მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა ევროკავშირისა და ევროპის ბაზრებზე.
ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.