შეავსე ფორმა
Logo
მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები – 2024
02 ოქტომბერი 2023

OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამა აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში ახორციელებს პროექტს "EU4Business: პოლიტიკიდან მოქმედებამდე – მე-2 ფაზა", რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ინიციატივის მიზანია კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და ბიზნეს გარემოს რეფორმირება როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის დონეზე.

სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკა – მერვე ანგარიში
10 ივლისი 2023

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის მეშვიდე ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

RIA-ს ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის შეფასებითი ანგარიში
31 მარტი 2023

რეგულირების ზეგავლენის შეფასება არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების პროცესი, რომელიც ხელს უწყობს გონივრული რეგულირების პრინციპების დანერგვას და ეფექტიანი რეგულაციების შემუშავებას. რეგულირების ზეგავლენის შეფასება საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მექანიზმია.

შუა დერეფნის სავაჭრო პოტენციალის კვლევა: კერძო სექტორის პერსპექტივა ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, თურქეთიდან
06 მარტი 2023

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD), ITF-თან პარტნიორობის ფარგლებში, ჩაატარა ანალიტიკური კვლევა, რომელიც მოიცავდა შუა დერეფნის ძირითად ქვეყნებს: თურქეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს.

საქართველოსთვის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) SME ტესტირების მეთოდოლოგიის შემუშავება და საქართველოს მთავრობის კომპეტენციის გაძლიერება RIA SME მექანიზმების პრაქტიკაში გამოყენებაში
20 თებერვალი 2023

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, UNDP-თან პარტნიორობით, დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე, სახელწოდებით "საქართველოსთვის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) SME ტესტირების მეთოდოლოგიის შემუშავება". პროექტის ამოცანაა, ძირითადი ინსტრუმენტების, ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიწოდებით დაეხმაროს საქართველოს მთავრობას საქართველოს SME სექტორისთვის შემუშავებული პოლიტიკის ზეგავლენის ეფექტიანად შეფასებაში.

შეავსე ფორმა