შეავსე ფორმა
Logo

სიახლეები

რეფორმეტრმა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმაზე საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლა
ოთხშაბათი, 01 მარტი, 2023

რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.

რეფორმის პროგრესსა და მის მიმდინარეობაზე ისაუბრეს რეფორმის განმახორციელებელი საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბატონმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის და რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა თეა ლოლაძემ და  პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა, ქალბატონმა შორენა კახიძემ.

რეგულირების ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის შეფასების ობიექტური ინდიკატორები წარადგინა მარიამ ლორთქიფანიძემ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, საქართველოში რეგულირების ზეგავლენის შეფასების ხარისხის უზრუნველყოფაზე კი ისაუბრა მარიამ წულუკიძემ, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეფორმის დამნერგავი და განმახორციელებელი უწყებების, პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები. შეხვედრაზე შეკრებილმა მხარეებმა იმსჯელეს რეფორმის მიმდინარეობაზე პრაქტიკაში. ღონისძიება საჯარო-კერძო დიალოგითა და დაინტერესებულ მხარეთა მიერ რეფორმის ანონიმური, რაოდენობრივი შეფასებით დასრულდა.

შეავსე ფორმა