შესწავლილ ინდუსტრიებში რუსეთის მფლობელობაში არსებული ბიზნეს აქტივების სექტორული მიმოხილვის შედეგად ირკვევა, რომ ასეთი აქტივების მოცულობა განსაკუთრებით კონცენტრირებულია ელექტროენერგიის სექტორში, რასაც მოსდევს ნავთობისა და ბუნებრივი აირის, კომუნიკაციების, სამთო მოპოვების და მინერალური წყლების სექტორები.
OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამა აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში ახორციელებს პროექტს "EU4Business: პოლიტიკიდან მოქმედებამდე – მე-2 ფაზა", რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ინიციატივის მიზანია კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და ბიზნეს გარემოს რეფორმირება როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის დონეზე.
საქართველო აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების (WEE) მიმართულებით, რაც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისა და ეროვნული პოლიტიკის ნაწილია.
ტურიზმის რეფორმა მოიცავს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს და აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტებისათვის დაგეგმილი საგადასახადო შეღავათების მიმართულებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის მეშვიდე ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.