პროექტი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება (LED) საქართველოში“ ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაკვეთით, კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს შვეიცარული ორგანიზაცია HELVETAS. პროექტის მიზანია, ადგილობრივ დონეზე, ეკონომიკური განვითარების პროცესში, სხვადასხვა აქტორის ჩართულობა გაძლიერდეს.
კვლევა შეისწავლის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების იმ გამოწვევებს, რომლებიც ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის ზრდას ახლავს თან. კველვა მიზნად ისახავს აღნიშნულ რისკებსა და საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლებას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებსა (მთავრობა, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები) და ქართველ საზოგადოებაში.
გადახდისუუნარობის მიმდინარე რეფორმამდე, საქართველოს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არეგულირებს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებას, არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს - ის არ აკმაყოფილებდა არც კრედიტორების და არც მოვალეების საჭიროებებს და არ აძლევდა სტიმულს გადახდისუუნარო კომპანიებს, რომ აერჩიათ რეაბილიტაცია, როგორც ფინანსური სირთულეების გადაჭრის ოპტიმალური სტრატეგია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის მეშვიდე ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სექტორების და ღირებულებათა ჯაჭვების ანალიტიკის მეექვსე ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.