პროექტები
კონსულტაციები პოლიტიკური პარტიებისთვის
სტატუსი:
დასრულებულია
პროექტის ეტაპები:
დაწყების თარიღი: 18.05.2020
დასრულების თარიღი: 31.07.2020
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით, კონსულტაციები გაუწია ქართულ პოლიტიკურ პარტიებს და დაეხმარა მათ პარტიის ეკონომიკური პლატფორმის შემუშავებაში/განახლებაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა თითოეულ პარტიას მიაწოდა ამომწურავი ანალიზი იმ გამოწვევებზე, რაც COVID-19-ის პანდემიამ მოუტანა ქვეყნის ეკონომიკას.
კონსულტაციები ონლაინ ფორმატში ჩტარდა და ორ სესიას მოიცავდა: პირველ სესიაზე გაანალიზდა არსებული გამოწვევები და განხილულ იქნა პოლიტიკური პარტიის ეკონომიკური პრიორიტეტები, მეორე სესია კი პარტიების ეკონომიკური პლატფორმების განხილვას დაეთმო.