შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

მარტი 2024 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
22 აპრილი 2024

2024 წლის მარტში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,130 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 11%-იან ზრდას წარმოადგენს (2023 წლის მარტში სრული წარმოება 1,019 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა თბოელექტროსადგურების (+90%) და ქარის (+20) სადგურების გამომუშავების ზრდამ განაპირობა, მაშინ როცა  ჰიდროელექტროსადგურების (-10%) გამომუშავება შემცირდა.

თვიურ ჭრილში, წარმოება, 11%-ით გაიზარდა (2024 წლის თებერვალში სრული წარმოება 1,022 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე ზრდა თბო სადგურების (+16%), ქარის (+47%) და ჰიდროელექტროსადგურების (+8%) გამომუშავების  ზრდამ გამოიწვია.

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1,182 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (6%-ით მეტი 2023 წლის მარტთან შედარებით და 3%-ით მეტი 2024 წლის თებერვალთან შედარებით). 2024 წლის მარტში ენერგიის მოხმარებამ წარმოებას 52 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 5%-სა და სრული მოხმარების 4%-ს შეადგენდა (2023 წლის მარტში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 97 მილიონი კილოვატსაათიანი დეფიციტი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების 10%-ს და სრული მოხმარების დაახლოებით 9%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა