შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

აპრილი 2022 | ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა
27 მაისი 2022

2022 წლის აპრილში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1125 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა (დიაგრამა 1). აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 36%-იან ზრდას წარმოადგენს (2021 წლის აპრილში სრული წარმოება 825 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების ყოველწლიური ზრდა ჰიდროელექტროსადგურების (44%) გაზრდილმა გამომუშავებამ განაპირობა, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების (46%) და ქარის ელექტროსადგურების (6%) გამომუშავება შემცირდა.

თვიური გამოთვლებით, წარმოება, დაახლოებით, 4%-ით გაიზარდა (2022 წლის მარტში სრული წარმოება 1077 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა) (დიაგრამა 1). წარმოების თვიური ზრდა ჰიდროელექტროელექტროსადგურების (90%) წარმოების ზრდამ გამოიწვია, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების (93%) და ქარის ელექტროსადგურების (9%) წარმოება შემცირდა. 

ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 1156 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (10%-ით მეტი 2021 წლის აპრილთან შედარებით და 14%-ით ნაკლები 2022 წლის მარტთან შედარებით) (დიაგრამა 1). 2022 წლის აპრილში ენერგიის მოხმარებამ წარმოებას 30 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 3%-ს შეადგენდა (2021 წლის აპრილში მოხმარებასა და წარმოებას შორის სხვაობამ 224 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში სრული წარმოების დაახლოებით 27%-ს გაუტოლდა).

შეავსე ფორმა