2024 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.40 ლარი შეადგინა. ინდექსი წლიურად (2023 წლის მარტთან შედარებით) 1.8%-ით, თვიურ ჭრილში (2024 წლის თებერვალთან შედარებით) კი 6.4%-ით არის შემცირებული.
პოლიტიკური პოლარიზაცია ზიანს აყენებს საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობას და პოლიტიკურ პროცესებს, უარყოფითად აისახება ეკონომიკურ განვითარებაზე, აფერხებს სოციალურ განვითარებასა თუ საზოგადოებრივ ურთიერთობებს და იწვევს დემოკრატიის დასუსტებას.
2024 წლის თებერვალში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,022 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 3%-იან ზრდას წარმოადგენს (2023 წლის თებერვალში სრული წარმოება 987 მილიონი კილოვატსაათი იყო).
საქსტატმა 2024 წლის იანვრის მშპ-ის რეალური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. აღნიშნული შეფასებით, მშპ 5.8%-ით გაიზარდა, მშპ-ის ზრდის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა კი 7.5%-ს მიაღწია.
21 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა საჯარო პრეზეტაციას „პოლარიზაცია ვნებს“, სადაც დამსწრე საზოგადოებას მედიის პოლარიზაციის კვლევის შედეგები წარუდგინა.