„რთველი 2023“ აგვისტოში დაიწყო. წინა წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობა კვლავ ასუბსიდირებს ყურძნის მოსავალს, რათა დაეხმაროს იმ მწარმოებლებს, ვინც უამინდობამ დააზარალა.
რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაციის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, UNDP-თან პარტნიორობით, დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე, სახელწოდებით "საქართველოსთვის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) SME ტესტირების მეთოდოლოგიის შემუშავება". პროექტის ამოცანაა, ძირითადი ინსტრუმენტების, ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიწოდებით დაეხმაროს საქართველოს მთავრობას საქართველოს SME სექტორისთვის შემუშავებული პოლიტიკის ზეგავლენის ეფექტიანად შეფასებაში.
კვლევა შეისწავლის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების იმ გამოწვევებს, რომლებიც ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის ზრდას ახლავს თან. კველვა მიზნად ისახავს აღნიშნულ რისკებსა და საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლებას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებსა (მთავრობა, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციები) და ქართველ საზოგადოებაში.
საქართველოს მთავრობამ რეგულირების ზეგავლენის შეფასების (Regulatory Impact Assessment – RIA) ინსტიტუციონალიზაციის პროცესი, როგორც პოლიტიკის შემუშავების განუყოფელი ნაწილი, თითქმის ათი წლის წინ დაიწყო. ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და 2020 წლის 17 იანვარს დადგენილება №35-ის დამტკიცებით დასრულდა (შემდეგში – „დადგენილება“).