შეავსე ფორმა
Logo
ISET-მა აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკური ანგარიშის პრეზენტაციას უმასპინძლა
12 აპრილი 2024

12 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა აზიის განვითარების ბანკის (ADB) საგანმანათლებლო პრეზენტაციას სახელწოდებით „აზიის განვითარების პერსპექტივები 2024“, რომელიც ხელმძღვანელობდა ბ-ნი კიოში ტანიგუჩი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონული წამყვანი ეკონომისტი.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის პრეზენტაციას უმასპინძლა სიღარიბისა და ჰაერის დაბინძურების განაწილებით შედეგებზე თბილისში
04 აპრილი 2024

4 აპრილს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა საჯარო სემინარს, რომელიც დაეთმო დისკუსიას თბილისში ჰაერის დაბინძურების, სიღარიბისა და თანასწორობის შესახებ. მსოფლიო ბანკის სიღარიბისა და თანასწორობის პრაქტიკის ეკონომისტებმა, ალან ფუქსმა და სანდრა ბაკიმ წარადგინეს მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა, „სიღარიბე და ჰაერის დაბინძურების განაწილებითი შედეგები თბილისში“ და მოწვეულ სტუმრებთან ისაუბრეს ამ აქტუალურ საკითხზე სიღრმისეული კვლევისა და დიალოგის მნიშვნელობაზე.

სიახლე საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორისთვის: SME ტესტის დანერგვა
27 ნოემბერი 2023

28 ნოემბერს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ კონფერენციაზე დაინტერესებული მხარეები ახალი ინიციატივის განსახილველად შეიკრიბნენ, რომლის მიზანიც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის მარეგულირებელი პროცესის დახვეწა და ეფექტიანობის გაზრდაა.

პროფ. ანდრე დე პალმამ დაბალი ემისიის ზონების პოტენციურ ეკონომიკურ და სოციალურ გავლენაზე ისაუბრა
14 ნოემბერი 2023

14 ნოემბერს ISET-მა CY Cergy Paris Université, THEMA-ს გამორჩეულ პროფესორს, დრ. ანდრე დე პალმას უმასპინძლა, რომელმაც საჯარო სემინარზე წარადგინა თემა „დაბალი ემისიის ზონების გავლენა სივრცულ და ეკონომიკურ უთანასწორობებზე დინამიური ტრანსპორტის სიმულატორის გამოყენებით“. პროფ. დე პალმას პრეზენტაცია ეხებოდა ჰაერის დაბინძურების უმნიშვნელოვანეს საკითხს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ჰაერის დაბინძურებამ 2023 წელს ევროკავშირში 311,000 ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია, მასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა კი 224 მილიარდი ევრო (მშპ-ის 1.4%) მიაღწია.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა დაინტერესებულ მხარეებს საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობის რისკების კვლევის შედეგები წარუდგინა
03 ოქტომბერი 2023

3 ოქტომბერს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა და Zinc Network-მა უმასპინძლეს საჯარო პრეზენტაციას, რომელზეც ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოში რუსული ბიზნეს მფლობელობის ფაქტორებით გამოწვეული რისკების კვლევის შედეგები წარადგინა. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეავსე ფორმა