2022 წლის III და IV კვარტალში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში, შესაბამისად, 4,193 მლნ და 3,359 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა (დიაგრამა 1), რაც სრული წარმოების +11.4% და -3.5%-იან ცვლილებას წარმოადგენს წინა წლის იმავე პერიოდთან მიმართებით (2021 წლის III კვარტალში (Q3) სრული წარმოება 3,766 მლნ კვტსთ-ს შეადგენდა, ხოლო IV კვარტალში (Q4) – 3,479 მლნ კვტსთ-ს).
2022 წლის პირველ და მეორე კვარტალში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში, შესაბამისად, 3,107 მლნ და 3,663 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც სრული წარმოების 27.9% და 35.3%-იან ზრდას წარმოადგენს წინა წლის იმავე პერიოდთან მიმართებით (2021 წლის პირველ კვარტალში (Q1) სრული წარმოება 2,429 მლნ კვტსთ-ს შეადგენდა, ხოლო მეორე კვარტალში (Q2) – 2,708 მლნ კვტსთ-ს).
ენერგობაზრის მიმოხილვის 2021 წლის მე-3 და მე-4 კვარტლების ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
ევროკავშირის მაგალითზე ნათელი გახდა, თუ რა დიდი საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ერების ეკონომიკური განვითარებისათვის ენერგოსაჭიროებების დასაკმაყოფილებლად მეტწილად ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება და რა დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული ენერგოუსაფრთხოების მიზნის მიღწევა, როდესაც უმეტესწილად ერთ სახელმწიფოზე ხარ დამოკიდებული საკვანძო ენერგოპროდუქტების მოწოდების მხრივ.
ასეთ რთულ და გამოწვევებით სავსე დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ასე მწვავედ მიმდინარეობს და ათასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს და მსოფლიოში უკლებლივ ყველას კეთილდღეობას უქმნის საფრთხეს, ჩვენ, ქართველები, რომელთაც საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ომის საშინელება, განსაკუთრებით ვგრძნობთ უკრაინელების ტკივილს.