ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, „დიდი მონაცემები“ კაცობრიობისთვის: მონაცემების ალტერნატიული წყაროების გამოყენება ტურიზმის განვითარებისათვის
22
მარტი
2019
თბილისში არაერთი შესანიშნავი შენობაა, მაგრამ იცით, ტურისტები რომელ მათგანს ანიჭებენ უპირატესობას? ან თუ დაფიქრებულხართ, რომელია მოგზაურების საყვარელი ქართული კერძი ან ღვინო? მონაცემთა შეგროვების თანამედროვე ინსტრუმენტებისა და მეთოდების წყალობით ახლა უკვე გვაქვს მტკიცებულება, რომ ხაჭაპური ტურისტების ყველა დროის საყვარელი საჭმელია. 2018 წელს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (GNTA), Windfor’s-ის კომუნიკაციების სააგენტოსთან ერთად წამოიწყო კამპანია სახელწოდებით „ემოციები არის საქართველო“, რათა განესაზღვრათ, რა მოსწონთ ტურისტებს ყველაზე მეტად ჩვენს ულამაზეს ქვეყანაში და რა ემოციებს იწვევს საქართველო მათში.