შეავსე ფორმა
Logo

ინდექსები

ხაჭაპურის ინდექსი
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხაჭაპურის ინდექსი, რომლის შთაგონების წყაროც ჟურნალ Economist-ის ბიგ მაკის ინდექსია, ქვეყანაში ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორია. ინფლაციის სხვა ინდექსებისგან განსხვავებით, რომლებიც სამომხმარებლო პროდუქციის კომპლექსურ კალათას ეფუძნება, ISET-ის ხაჭაპურის ინდექსი
იმ კალათას იყენებს ინფლაციის დასაანგარიშებლად, რომელიც მხოლოდ იმერული ხაჭაპურის გამოსაცხობად საჭირო ინგრედიენტებს შეიცავს. ესაა: ფქვილი, ყველი, საფუარი, რძე, კვერცხი და კარაქი. ინდექსი მოიცავს გაზის და ელექტროენერგიის ხარჯებსაც. 
მეტის ნახვა... დახურვა
ფილტრაცია:
-დან
- მდე
სექტემბერი 2023 | ხაჭაპურის ინდექსის კლების ტენდენცია შეიცვალა
28 სექტემბერი 2023

2023 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.88 ლარი შეადგინა. 2023 წლის ივნისიდან ხაჭაპურის ინდექსში ზრდის ტენდენცია შეინიშნება: ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ფასი 4.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, მეტწილად, გასული ოთხი თვის (2023 წლის ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში ყველის ფასის 10.6%-იანი ზრდით აიხსნება.

ივნისი 2023 | ხაჭაპურის ინდექსი კვლავ მცირდება
30 ივნისი 2023

2023 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.62 ლარი შეადგინა. უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც ინდექსი კლების ტენდენციას ინარჩუნებს და ამჯერად თვიურ ჭრილში (2023 წლის მაისთან შედარებით) 2.4%-ით შემცირდა.

მაისი 2023 | ხაჭაპურის ინდექსის კლების ტენდენცია გრძელდება
05 ივნისი 2023

2023 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5,76 ლარი შეადგინა. ყოველთვიური კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ინდექსი 4.1%-ით შემცირდა (2023 წლის აპრილთან შედარებით).

აპრილი 2023 | ხაჭაპურის ინდექსი თვიურ ჭრილში ზედიზედ მეორე თვეა მცირდება
01 მაისი 2023

2023 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.99 ლარი შეადგინა, რაც 1.4%-ით მეტია 2022 წლის აპრილის მაჩვენებელზე, თუმცა თვიურ ჭრილში, 2023 წლის მარტთან შედარებით, ერთი ხაჭაპურის ღირებულება 8.0%-ით შემცირდა.

მარტი 2023 | ხაჭაპურის ინდექსი თვიურ ჭრილში შემცირდა, წლიურ ჭრილში კი გაიზარდა
03 აპრილი 2023

2023 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.54 ლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 10.9%-ით აღემატება 2022 წლის მარტის მაჩვენებელს. თუმცა თვიურ ჭრილში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, ხაჭაპურის ღირებულება 5.7%-ით შემცირდა.

შეავსე ფორმა