2 ივნისს რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო. კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის შეფასება მოიცავს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2023-2028 წლების სტრატეგიით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას.
18 მაისს რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლეს, რომელიც ტურიზმის რეფორმის პროგრესის შეფასებას დაეთმო.
3 მაისს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაციას უმასპინძლა, რომელზეც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა და კვლევის თანაავტორებმა, ჯამელე რიგოლინიმ და სარა ქოლ-ბლეკმა, წარადგინეს ანგარიში „შოკებისა და კრიზისების პერიოდში ადამიანური კაპიტალის დაცვის შესახებ“.
24 აპრილს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, ახალციხეში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ორგანიზაციის საქმიანობა და ძირითადი პროდუქტები გააცნო.
31 მარტს ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მორიგ მრგვალი მაგიდის დისკუსიას უმასპინძლა, რომელზეც მონაწილეებმა განიხილეს, რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო ექსპორტზე ევროკავშირში. ღონისძიებაზე განხილულ იქნა ის გამოწვევებიც, რომლებსაც სოფლის მეურნეობის მწარმოებლები აწყდებიან ევროკავშირის ბაზრებზე წვდომისას.