ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.

Florian Biermann is assistant professor at the International School of Economics at Tbilisi State University (ISET). Until 2005, he studied economics at the Humboldt University Berlin and the Free University of Berlin. After working for a year at the Institute of Mathematical Economics of Bielefeld University, in 2006 he moved to Jerusalem to pursue his Ph.D. degree at the Hebrew University (degree awarded in 2012). His doctorate was supervised by Professors Eyal Winter and Bezalel Peleg. Florian is interested in game theory, microeconomics, and mathematical economics.

იან
28

საქართველო და მიგრაციის მიზიდულობა

როგორც არ უნდა ცდილობდეს კიმ იონგ-ანის პროპაგანდა, დიდებულად წარმოაჩინოს ქვეყანა, ჩრდილოეთ კორეაში ემიგრაციისთვის თავს არავინ იწუხებს, იქიდან გამოღწევა კი თითქმის ყველას უნდა. მსგავსად, რასაც არ უნდა ამბობდნენ კონსერვატორი მუსლიმები გარყვნილ დასავლეთზე,  ძალზე დიდია სუფთა მიგრაცია ისლამური ქვეყნებიდან ამ გახრწნილ და დეკადენტურ დასავლურ საზოგადოებებში. წარსულშიც „სოციალისტურ სამოთხეებსაც“ დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებოდათ მათი იღბლიანი მოსახლეობის ქვეყანაში დატოვება: 1961 წელს ბერლინის კედელი იმიტომ აშენდა, რომ აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკას დიდი რაო...
Rate this blog entry:
Continue reading
3031
0 Comments
Write a Comment
დეკ
19

რას გვასწავლის ჩილე?

ჩილეს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალეხანდრო ფოქსლიმ 1991 წელს მიცემულ ინტერვიუში თქვა: „შეიძლება, არ მოგვწონდეს ჩვენი წინამორბედი მთავრობა, მაგრამ მათ ბევრი რამ გააკეთეს სწორად. ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო ეკონომიკა, რომელიც აქტივია“. დაახლოებით 20 წლით ადრე გენერალმა ავგუსტო პინოჩეტმა ჩილეს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, სალვადორ ალიენდე ჩამოაგდო. 1973 წლიდან 1990 წლამდე პინოჩეტის მმართველობა ხასიათდებოდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით, თუმცა, ბოლოს პინოჩეტი დათანხმდა, ჩაეტარებინა რეფერენდუმი და ასე გადაეწყვიტა საკუთარი პოლიტიკური მომავალი. ხოლო ...
Rate this blog entry:
Continue reading
2573
0 Comments
Write a Comment
ნოე
14

ქართველი მქონებელნი და უქონელნი: ვინაა დამნაშავე და რა გავაკეთოთ?

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“, საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმისა“ და ბევრი სხვა საერთაშორისო ინდექსის მსგავსად, არც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) „გარდამავალი ქვეყნების ანგარიშები“ იშურებდა პოზიტიურ მესიჯებს საქართველოსთვის – 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის თითით საჩვენებლად ქცეული გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის. თუმცა გასულ კვირას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილის, ალექსანდრე პლეხანოვის მიერ წარდგენილი 2016 წლის „გარდამავალი ...
Rate this blog entry:
Continue reading
2076
0 Comments
Write a Comment
ოქტ
29

ქართული სოფლის მეურნეობა: შუქურა თუ ეშმაკის ჩირაღდანი?

მიზეზ-შედეგობრივი შეკითხვა: სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია იწვევს ეკონომიკურ ზრდას თუ ზრდა არის აგრარული სექტორის მოდერნიზაციის მამოძრავებელი? მრავალი წელია, ამ საკითხზე ცხარედ კამათობენ განვითარების შემსწავლელი ეკონომისტები. ამ დრომდე ჭარბობდნენ ეკონომისტები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ზრდა იწვევს სოფლის მეურნეობის განვითარებას, დღეს კი კვლავ გამოჩნდნენ სოფლის მეურნეობის განვითარებით განპირობებული ეკონომიკური ზრდის იდეის მომხრენი. რა დასკვნა შეიძლება გამოიტანოს საქართველომ ამ ცხარე დისკუსიიდან? ტრადიციული მოსაზრება დიდი ხნის განმავლობაში საკითხი მოგვარებულა...
Rate this blog entry:
Continue reading
1825
0 Comments
Write a Comment
ოქტ
19

მომხმარებელთა განწყობა: მოლოდინი ჯაბნის რეალობას

მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (Consumer Confident Index – CCI) მონიტორინგს უწევს ქართველთა დამოკიდებულებას როგორც პირადი ფინანსური მდგომარეობის, ისე მთელი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართ. უხეშად რომ ვთქვათ, ინდექსი გამოითვლება 12 კითხვაზე მიღებული დადებითი და უარყოფითი პასუხების სიხშირეთა სხვაობებით, კითხვები კი მოიცავს ოჯახების მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყნის ისეთ ზოგად ეკონომიკურ პარამეტრებს, როგორიცაა ინფლაცია და უმუშევრობა. პასუხების დიაპაზონი -100-დან +100-მდეა. -100-ს იმ შემთხვევაში მივიღებდით, თუ ყველა რესპონდ...
Rate this blog entry:
Continue reading
1767
0 Comments
Write a Comment
ოქტ
03

ვინ მოიგებს არჩევნებს?

ყველა შეცდა, ვინც კი პროგნოზს აკეთებდა: პროფესიონალიც და მოყვარულიც.  ბრექსიტი ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. როგორც ბუკმეიკერებმა (ადამიანები, რომელიც ორგანიზებას უწევენ ფსონების დადებას პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სპორტში მოვლენების განვითარებაზე) გვაუწყეს, სამჯერ მეტი ფული დაიდო ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენაზე, ვიდრე მის გასვლაზე. რეფერენდუმის წინა კვირებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები პროგნოზის საშუალებას არ იძლეოდა და მრავალმა ექსპერტმა ირწმუნა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩებოდა. ძლიერ გაწბილდნენ პროგნოზიორები შეერთებულ შტატებშიც, როდესა...
Rate this blog entry:
Continue reading
1632
0 Comments
Write a Comment

Our Partners