ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ივნ
30

იპოთეკური სესხის სუბსიდია – რამდენად გამართლებულია სესხის აღების წახალისება კრიზისის დროს?

28 მაისს საქართველომ მეოთხე ანტი-კრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, მთავრობა ხუთი წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაუფინანსებს მათ, ვინც ამა წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე შეიტანს სესხზე განაცხადს ახლად აშენებული ან მშენებარე ბინის შესაძენად. სუბსიდია შეეხება სესხებს 200 000 ლარამდე. მთავრობა დააზღვევს მიმდინარე მშენებლობების დასრულებასაც. მეტიც, სახელმწიფო ხუთი წლის განმავლობაში გასცემს გარანტიას სესხის 20%-ის ოდენობით. გარანტია გავრცელდება იმ სესხებზე, რომლებშიც თანამონაწილეობა არანაკლებ 10%-ს შეადგენს. ამასთან, ...
Rate this blog entry:
Continue reading
72
0 Comments
Write a Comment
ივნ
10

მთავრობა კოორდინატორის როლში

შეიძლება გაკვირვებული დარჩეთ, როდესაც ავჭალაში, ყველაფრისგან მოშორებით, გამუდმებით მოფუსფუსე, ოთხ ჰექტარ ფართობზე გაშენებულ „ხელოსნების ქალაქს“ აღმოაჩენთ. ამ ადგილას საბჭოთა დროს ხალიჩის მწარმოებელი დიდი ქარხანა ფუნქციონირებდა, რომელიც საბჭოთა კავშირთან ერთად დავიწყებას მიეცა და ჭაობით შემოსაზღვრული შენობის კარკასად იქცა. 10 წლის წინ ტერიტორია ირაკლიმ გაქირავების მიზნით შეიძინა1 და კლიენტების მოსაზიდად მინიმალური პირობების შექმნას შეუდგა: გააკეთა მისასვლელი გზა, შეიყვანა გაზი და ელექტროენერგია, შეაკეთა სახურავი და სხვ. თუმცა ირაკლი აცნობიერებდა, რომ გასა...
Rate this blog entry:
Continue reading
261
0 Comments
Write a Comment
აპრ
06

არჩევანი დღევანდელ სიცოცხლესა და ეკონომიკას შორის

„ქვეყნებს, რომლებსაც მაკდონალდსი აქვთ, ერთმანეთთან არ უომიათ“, – წერდა ამერიკელი ჟურნალისტი და ავტორი თომას ფრიდმანი 1996 წელს. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, მსოფლიო მრავალი ომის მომსწრე გახდა იმ ქვეყნების თანამონაწილეობით, სადაც მაკდონალდსია. თუმცა ფრიდმანის ეს ფრაზა პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. მაკდონალდსი ეკონომიკური გლობალიზაციის სიმბოლოა. ეკონომიკური გლობალიზაცია კი ნამდვილად არის ომიანობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორი. ასე რომ, გაუმარჯოს გლობალიზაციას! მაგრამ სწორედ ამ ნაქები გლობალიზაციის გამო, მსოფლიო ახალი საფრთხის წინაშე დადგა. კო...
Rate this blog entry:
Continue reading
322
0 Comments
Write a Comment
მარ
10

ეკონომიკური ტრანზიციის ბელარუსული მოდელი: გაკვეთილი საქართველოსთვის?

„სასტუმრო მეტროპოლი, რომელიც მოსკოვში, წითელი მოედნიდან სულ რამდენიმე ქუჩის მოშორებით დგას, გაზაფხულის ამ მოღუშულ დღეს თითქმის ცარიელია. ეს სულაც არ აწუხებს ჯეფრი საქსს, 38 წლის ბიჭური შესახედაობის პროფესორს ჰარვარდიდან, რომელიც ახლა, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომისტად ითვლება. პროფესორმა საქსმა მისი გუნდის ორ წევრთან, რუსეთში მომუშავე ამერიკელებთან შესახვედრად კომფორტული სავარძელები შეაგროვა სასტუმროში. შეხვედრის განსახილველი თემა რუსეთის სოციალური დაცვის სისტემაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბარი შეეხება იმას, თუ რამდენად მოახერხებს უმ...
Rate this blog entry:
Continue reading
485
1 Comment
Write a Comment
იან
10

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

შესავალი1 საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში. ამასობაში წლები გავიდა და რთულია, ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკაში რაიმე მკვეთრი ცვლილება შეინიშნება:  არც სექტორების პროდუქტიულობა გ...
Rate this blog entry:
Continue reading
515
0 Comments
Write a Comment

Our Partners